პუტინის ომის 75-ე დღე უკრაინაში - ბოლო ცნობები

პუტინის ომის 75-ე დღე უკრაინაში. საომარი მოქმედებები ისევ აქტიურად გრძელდება. მტერმა ლუგანსკის ოლქში, სკოლა ააფეთქა, რომელსაც თავს 90 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა, შედეგად, 60 ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან 30 პირი ამოიყვანეს.

თავდამსხმელებმა სოფელ პრივოლიეში „გრადის“ სისტემები გამოიყენეს, რასაც 2 მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მძიმე დაზიანება მიიღო კიდევ 2-მა მოზარდმა.

გვიან ღამითვე, მიიტანეს საპასუხო იერიში ოკუპანტების მისამართით უკრაინელმა სამხედროებმა. კუნძულ ზმეინიზე ავიაციამ და უპილოტო საფრენმა აპარატებმა მტრის პოზიციები გაანადგურეს.

მეტის ნახვა