ავარია ბათუმში - მანქანა 13 წლის გოგოს დაეჯახა

პოლიციის ლენტი

ავარია ბათუმში - მანქანა 13 წლის გოგოს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მოხდა. როგორც თვითმხილველი გვიყვება, მოზარდს ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როცა მანქანიდან გადმოდიოდა.

ჩვენი ინფორმაციით, მცირეწლოვანი ოჯახმა, თავდაპირველად, ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოათავსა, თუმცა კატასტროფის ბრიგადამ მალევე იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მეტის ნახვა