იანვარ-ივნისში, 20 195 ბავშვი დაიბადა - ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი

ჩვილი

საქართველოში 2022 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 20 195 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 26 681 ადამიანი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) - 6 486 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ აჭარაში დაფიქსირდა (480).

საქსტატის ცნობით, 2022 წლის დაზუსტებული მონაცემები ხელმისაწვდომი 2023 წლის მარტის ბოლოს იქნება.

მეტის ნახვა