ბათუმში, სამების პირველ ჩიხში სკვერის მშენებლობა დასრულდა

ბათუმში, სამების პირველ ჩიხში სკვერის მშენებლობა დასრულდა. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული ტრენაჟორები და საპარკო ინვენტარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის კონსტრუქციას. ასევე მოეწყო სანიაღვრე, განათების სისტემა და მწვანე სივრცე. პროექტის ღირებულება 497 ათას ლარს შეადგენს.

სამუშაოები ბათუმის მერმა მაღალჩინოსნებთან ერთად მოინახულა. ინფორმაცია ვიდეომასალასთან ერთად ბათუმის მერიის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა