ახალი ამბები • 1714727099
მართვის მოწმობა 550 აშშ დოლარის სანაცვლოდ - დაკავებულია 4 პირი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამცხე-ჯავახეთში, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, დაამზადა და 550 აშშ დოლარად გაასაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სახელით გაცემული ავტომანქანის მართვის ყალბი მოწმობა და ყალბი ცნობა მართვის მოწმობის გაცემის შესახებ.
"ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულ იქნა ავტომანქანის მართვის ორი ცალი ყალბი მოწმობა და მის დასამზადებლად საჭირო სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით", - წერს საგამოძიებო.
1713704195
1713428324