აქცია აჭარის მთავრობასთან - ნაციონალური მოძრაობა  შუქის ტარიფის შემცირებას ითხოვს

აქცია აჭარის მთავრობასთან. ნაციონალური მოძრაობა  შუქის ტარიფის შემცირებას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, 2012 წლის არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება, სწორედ ელექტროენერგიის გადასახადის განახევრება იყო, თუმცა, დღეს გაორმაგებულია. თუ კი 2012 წელს ერთი კილოვატი ელექტროენერგია 11 თეთრი ღირდა, ახლა -  26-ზე მეტია. ისინი, ელექტროენერგიის ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ. ამბობენ, რომ თანამდებობის პირების ხელფასების გაზრდის ნაცვლად, ოჯახებისთვის შუქის ტარიფის სუბსიდირება უნდა მოხდეს. ასევე მოუწოდებენ სემეკს, საკითხთან მიმართებაში, მოსახლეობისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები მიიღონ. 

მეტის ნახვა