ბათუმში, მცირეწლოვანს დენმა დაარტყა - ბავშვი თავს კარგად გრძნობს

დენი

ბათუმში, მცირეწლოვანს დენმა დაარტყა. შემთხვევა გვიან ღამით, ინასარიძის ქუჩაზე მოხდა. ბავშვს დენმა გარეგანათების ბოძზე შეხებისას დაარტყა.

თვითმხილველები TV25.GE-სთან საუბრისას ამბობენ, რომ ძაბვა სავარაუდოდ, დაბალი სიმძლავრის იყო და მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ შეჰქმნია. ბავშვი თავს კარგად გრძნობს.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავები. 

მეტის ნახვა