"მიმდინარეობდა შანტაჟი, პირადი მიმოწერები სხვას გადასცეს" - მალხაზ თავდგირიძემ ენმ დატოვა

მალხაზ თავდგირიძე

მალხაზ თავდგირიძემ, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე იყო, პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, მის მიმართ “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება, რის გამოც სამართალდამცავებს უკვე მიმართა.

“ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი. პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები მესამე პირს გადასცეს. მე ვერ ვიქნები იმ პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული კეზერაშვილი აფინანსებს. სამართალდამცავებს უკვე მივმართე და მტკიცებულებები წარვუდგინე”,- განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.

ცნობისთვის, მომხდარის გამო, ბათუმის პოლიციის განყოფილებაში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი და პარტიის წევრი მამუკა ჯევაიში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

მეტის ნახვა