"არა რუსულ კანონს" - ჟურნალისტების აქცია-პერფორმანსი ხელისუფლების ლიდერების მისამართით

პერფორმანსი

“ქართული ოცნების” ლიდერების კომენტარების გაკეთებისას ონლაინ მედია "აჭარათაიმსის" დამფუძნებელმა, სულხან მესხიძემ და გამოცემა "ბათუმელების" ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა, აქცია-პერფორმანსი გამართეს.

მედიის წარმომადგენლებმა ხელისუფლების ლიდერებს საპროტესტო ბანერები გაუშალეს, წარწერით, "არა რუსულ კანონს".

მომხდარის გამო, რეპორტიორების შენობიდან ძალის გამოყენებით გაყვანას დაცვის თანამშრომელი და პრესსამსახურის წარმომადგენელი ცდილობდნენ.

მეტის ნახვა