ლავროვი საქართველოს მთავრობას აქებს, რადგან რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მთავრობას აქებს, რადგან "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს" და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, იგი მოხარულია, რომ რუსეთ-საქართველოს კონტაქტები აქტიურად ვითარდება.

"ვხედავთ, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა დანარჩენი ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომელიც მოითხოვს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ. და ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყანასა და მის მთავრობას აქვს გამბედაობა თქვას, რომ ისინი იხელმძღვანელებენ საკუთარი ინტერესებითა და საკუთარი ეკონომიკის ინტერესებით, პატივსაცემია. მოხარული ვარ, რომ ჩვენში ხალხთა შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. გასულ წელს მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ სულ მალე შევძლებთ პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, - თქვა ლავროვმა.

მეტის ნახვა