სახდეპის კრიტიკული ანგარიში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. სახდეპმა ამჯერად 2023 წლის განმავლობაში განვითარებული პროცესები შეაფასა. მომზადებულია 68 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც საკმაოდ კრიტიკულია. მასში საუბარია პატიმრებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობაზე, მედიაგარემოზე, ლგბტ თემის უფლებების დარღვევაზე და სხვა.

ხაზგასმულია წლის განმავლობაში მომხდარი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტებიც. ანგარიში ეხმაურება პრობლემებს სასამართლო სისტემაში. წერია, რომ ხშირი იყო პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, ჟურნალისტების მიმართ კი ძალადობა და მუქარა. დასკვნაში, გამოწვევებს შორის მოხვდა არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში.

ანგარიში ასევე მოიცავს მომხდარ დანაშაულებსაც, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტ პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ყურადღების მიღმა არც კორუფცია დარჩა.

მეტის ნახვა