7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა

უქმეები

2024 წლის 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც პრემიერმა კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.

დოკუმენტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, კომპეტენციის ფარგლებში თავად განსაზღვროს ის სამსახურები და მოსამსახურეები, რომლებზეც დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები არ გავრცელდება.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე, ასევე სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

მეტის ნახვა