აქცია ბათუმის ციხესთან - ოჯახი პატიმრის სხვა დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს

აქცია

ამ წუთებში, ბათუმის ციხესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოჯახის წევრები 29 წლის პატიმრის სინარ ორუჯოვის ქსნის საპატიმროდან მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში გადმოყვანის ფაქტს აპროტესტებენ. 

ამბობენ, რომ მძიმედ დაავადებული, რომელსაც ქრონიკული ეპილეფსია აქვს, ბათუმის სასჯელაღსრულების მესამე დაწესებულებაში შესაბამისს სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. 

ოჯახის წევრების თქმითვე, მათ არ ეძლევათ პატიმართან კომუნიკაციის საშუალება. ისინი ასევე ციხის ადმინისტრაციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებების დარღვევაზე ამახვილებენ ყურადღებას და მოითხოვენ, რომ სინარ ორუჯოვი სხვა საპატიმროში გადაიყვანონ.

მოთხოვნების არ გათვალისწინების შემთხვევაში ახლობლები მასშტაბურ საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ცნობისთვის, 29 წლის კაცმა, პროტესტის ნიშნად, რამდენიმე დღის წინ თვითდაზიანება მიიყენა.

მეტის ნახვა