ბათუმის მე-7 საბავშვო ბაღის გამგის საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს | "ახალგაზრდა ადვოკატები"

ბათუმის მე-7 საბავშვო ბაღის გამგის საქმიანობით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ამის შესახებ ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელმა განაცხადა. არჩილ კაიკაციშვილმა საგამოძიებო ორგანოს წერილობით დღეს მიმართა. ადვოკატი აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელს, სოფიო  ჩიჩუას სხვადასხვა დარღვევაში ადანაშაულებს.

უფლებადამცველი ამბობს, რომ 2 აღმზრდელთან დაკავშირებით დაწყებული დისციპლინური წარმოება, გადაცდომის არარსებობის გამო შეწყდა. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, არ დადასტურდა აღმზრდელის მხრიდან ბავშვებზე ძალადობის ფაქტი, არც თანხის აღების შემთხვევა. მისივე თქმით, გამგის, სოფიო ჩიჩუას ქმედებებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. კაიკაციშვილი საქმის დროულ შესწავლასა და რეაგირებას ითხოვს.

რა პოზიცია აქვთ საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, ჩვენთვის უცნობი დარჩა. აქ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, მე-7 საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა აქცია გამართეს. ისინი ბაღიდან გაშვებული თანამშრომლების დაბრუნებას აპროტესტებდნენ. მეორე მხარე კი ამტკიცებს, რომ ეს გაუგებრობა ხელოვნურია და ყველაფერი ბაღის ახალი გამგის, სოფიო ჩიჩუას დადგმულია.

მეტის ნახვა