ბათუმის მერია მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას და მიმდებარე მიწის ნაკვეთს ყიდის

ბათუმის მერია, მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის შენობას და მიმდებარე მიწის ნაკვეთს ყიდის. ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია, რომელიც მერიამ საკრებულოს გასულ სხდომაზე, დააზუსტა. ქონების გაყიდვა, 9 მილიონ ლარად იგეგმება, რომელიც მყიდველმა 12 თვის პერიოდში უნდა დაფაროს. შენობა საზღვაო აკადემიას, ცენტრისთვის,  ჰქონდა გადაცემული. სად გადავა ეს ცენტრი შენობის გაყიდვის შემთხვევაში, ჯერჯერობით უცნობია. რატომ იყიდება ან რისი მოწყობა იგეგმება ტერიტორიაზე, ამ და სხვა კითხვებით, საზღავო აკადემიას, ასევე მერიას მივმართეთ თუმცა, კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ.

მეტის ნახვა