ახალი ამბები • 1715965926
გორის სოფლებში დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, მიწის ნაკვეთები, სავარგულები დაიტბორა
საზოგადოება
1715157103
გორის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად სოფლები დაიბტორა. მერიის ცნობით, ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯუდა და თორთლა, რის შედეგადაც დაიტბორა სოფლები - რეხა, მეჯვრისხევი, ზერტი, სვენეთი და კარალეთის დევნილთა დასახლება.უწყება ამბობს, რომ სოფლებში სამაშველო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
"ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დატბორილია დაახლოებით 70 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები და ეზოები, ასევე მიწის ნაკვეთები და სავარგულები.ნალექის მატებასთან ერთად შესაძლოა მდგომარეობის გართულება, შესაბამისად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება", - წერია უწყების განცხადებაში.
ლარი სულ უფრო და უფრო უფასურდება - როგორ...
1715881308
მეტის ნახვა