მძიმე ღამე პარლამენტთან

მძიმე ღამე იყო გუშინ პარლამენტთან. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით განარიდეს. როგორც მოქალაქეების ლიდერმა განაცხადა, პოლიციელები დაცემულს გამეტებით ურტყამდნენ. მისივე ინფორმაციით, ნეკნი აქვს დაზიანებული. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუშინ 2 პირი დააკავეს, უწყების მტკიცებით, ერთ-ერთი მათგანისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ გაათავისუფლეს "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი. ირაკლი კუპრაძემ სასამართლო ცოტა ხნის წინ დატოვა. პროცესი 24 აპრილამდე გადაიდო.

თბილისის ქუჩებში მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე, საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს მმართველ გუნდს, გაიწვიოს კანონი. მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა სახდეპმა, სადაც "ოცნების" მიერ დაინიციირებული საკანონმდებლო ინიციატივა მოხსენიებულია, როგორც "კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა".

მეტის ნახვა