სად შეიზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება აჭარაში | მისამართები ცნობილია

შუქი

გეგმიური სარეაბილიტაციო  სამუშაოების  გამო, 23  აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება  „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ბათუმში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  მახვილაურისა და  თამარის დასახლების ნაწილს.ასევე ტაბიძის,ქ.წამებულისა და მიმდებარე ქუჩებს.

ქობულეთში - 11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ლეღვას,ოჩხამურს,ცეცხლაურს,კვირიკეს,ბობოყვათსა და მიმდებარე სოფლებს.

შუახევში - 11:00-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: ტაკიძეებს,ჭვანას,გომარდულს,ხიჭაურსა და მიმდებარე სოფლებს.

ხულოში - 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით  სოფლებს: თხილვანას,სკვანას,წიფნარსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე,  ჩვეულ რეჟიმში.

მეტის ნახვა