ახალი ამბები • 1745308936
ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი | კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის მტკიცებით, ევროინტეგრაციის პროცესი შიდა დაძაბულობისთვის გამოიყენება. თბილისის მერი ამბობს, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, რომ შანტაჟის ენით საქართველო ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.
„ახალი არაფერია, არც პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი განცხადებები კეთდება, შანტაჟი კარგა ხანია მიმდინარეობს და გრძელდება, ჯერ კანდიდატის სტატუსის მოცემა - არ მოცემის საკითხი იყო, შემდეგ მოლაპარაკებების გახსნა - არ გახსნის, ევროპულ ინტეგრაციას ყოველთვის შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, ეს დამოკიდებულება წარმოუდგენელია. არავის არ ვერჩით და თავს არ ვესხმით, ჩვენ ქვეყანასა და მის ინტერესებს ვიცავთ და არ გვინდა ვინმეს მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანა ცუდ კონტექსტში, სათავისოდ გამოიყენოს.
ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. დღეს ყველა ქართველი, ამ ქვეყანაში დაბადებული ადამიანი, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს და პატრიოტია ამაყობს, რომ ვერავინ ბედავს საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენ ქვეყანას მითითებები მისცეს. მბრძანებლური ტონი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა, ასე საუბარს ვეღარ ახერხებენ, სწორედ ამას ებრძვიან და ამიტომ არიან გაგიჟებულები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

1739131407