ახალი ამბები • 1753340169
ეს ბათუმელი ქოცი ჩინოვნიკი მიჩივის სასამართლოში „ცილისწამებისთვის“ | დათო აბზიანიძე

დათო აბზიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარაში "ოცნების" მაღალჩინოსანი, ასლან ლორთქიფანიძე "ცილისწამებისთვის" სასამართლოში უჩივის:
"ეს ბათუმელი ქოცი ჩინოვნიკი მიჩივის სასამართლოში „ცილისწამებისთვის“
თან ვითომ ჩემს მისამართს ვერ არკვევს საწყალი და ყველა პოსტზე მიკომენტარებს, მისამართი ჩამიგდეო, ბრატ
რის გამო მიჩივის? (ამ პოსტის პირველ კომენტარშია)
გუშინ ვამხილე, რომ თორნიკე რიჟვაძესთან ძმაკაცობის ყველა კვალი გააქრო ფეისბუქიდან და დადუმდა მისი დაჭრის ამბავზე. ერთხელაც არ გამოუხატავს სოლიდარობა რიჟვაძისადმი და გადამალა. პოსტს კი მისი ქორწილის ფოტოგრაფის კედელზე ნაპოვნი ფოტო დავურთე თან, რომლის გაქრობაც ვერ მოახერხა, ჩემს მხილებას კი უამრავი გაზიარება აქვს და აეწვა კუდუსუნი
ველოდები ამ ს**ის სარჩელის ჩაბარებას სულმოუთქმელად"- წერს დათო აბზიანიძე.
პოსტი, რომლის გამოც ასლან ლორთქიფანიძე დათო აბზიანიძეს სასამართლოში უჩივის:
"ეს ასლან ლორთქიფანიძე არის ერთი ბათუმელი ჩინოვნიკი და ფეისბუქზე ალბათ ბევრგან შეგხვედრიათ კომენტარებში, ძალიან აქტიურად „ქოც-ტროლობს“. ყველა ქოცების სიბინძურეს გიჟივით იზელს და აპრავებს.
თორნიკე რიჟვაძე იყო მისი უფროსი, ძმაკაცი და ქორწილში თამადად ჰყავდა დასმული. იმდენი ფოტო ედო რიჟვაძესთან ერთად, ცოლი ალბათ ეჭვიანობდა, ჩემთან რატო არ იღებ ამდენსო და დღეს წაუშლია ასლანს. ყველა ფოტო წაშალა, ყველა, გააქრო მასთან ახლობლობის საჯარო კვალი.
თუმცა ეს ერთი საბედისწერო სურათი ქორწილის ფოტოგრაფის ფეიჯზე იყო ატვირთული და ვერ მოიშორა ასლანიკომ. ქოცური ძმაკაცობა, როგორც ასეთი"-დაწერა დათო აბზიანიძემ სოციალურ ქსელში.
TV25.GE ასლან ლორთქიფანიძესთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა მას მობილური გამორთული ჰქონდა.

1753177050

1745312322