ახალი ამბები • 1752592983
"საქართველოს მხრივ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა" | კაია კალასი

დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ყველა ვარიანტი მაგიდაზეა", მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც.
"ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა - უვიზო მიმოსვლის მიმოსვლის შეჩერება და სხვა ელემენტები, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს მთავრობას უბიძგოს, შეცვალოს თავისი გათვლები", - თქვა მან.
კალასის თქმით, იგი დღეს ასევე წარადგენს იმ ადამიანების სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესება იგეგმება და დაამატა, რომ ამ სიაში შედის 2 მოსამართლეც.
"დღეს წარვადგენთ სანქციების სიას. განაჩენები ახალგაზრდა მომიტინგეების მიმართ არაპროპორციულია. ასე რომ, დიახ, 2 მოსამართლეც შედის სანქციების პაკეტში და დღეს ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა.
ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი", - თქვა კალასმა.

1745312322