მოთხოვნა უნდა იყოს “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს” | მამუკა ხაზარაძე

მამუკა ხაზარაძე

“არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”- წერს მამუკა ხაზარაძე და მიიჩნევს, რომ რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს “ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.

“არა რუსულ არჩევნებს” არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს - “კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!” და “თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე. რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს “ქართული ოცნების” სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე. რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? - ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!რა უშლის ამას ხელს? - თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო!“ -  წერს მამუკა ხაზარაძე.

მეტის ნახვა