"შავი ზღვა გვაერთიანებს" - ბათუმში, უკრაინული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა

„შავი ზღვა გვაერთიანებს“ - ბათუმში, უკრაინული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. მასში ქართველი და უკრაინელი ახალგაზრდები შავი ზღვის ეკოლოგიური მნიშვნელობისა და გარემოსდაცვითი გამოწვევების შესახებ საუბრობენ.

პრეზენტაციაზე, ხაზი გაესვა ცნობიერების ამაღლების აუცილებლობას ამ მიმართულებით.

ვიდეომასალა ორგანიზაცია „მწვანე სექტორმა“ ევროკავშირის მხარდაჭერით, იმ პროექტის ფარგლებში მოამზადა, რომლის მიზანი, ბათუმში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილი ბავშვების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაძლიერება და გარემოსდაცვით აქტივიზმში მათი ჩართულობის ხელშეწყობაა.

მეტის ნახვა