ახალი ამბები • 1754386614
JYSK-ის ბათუმის ფილიალი 6 წლისაა - სავაჭრო ცენტრი გრანდიოზულ ფასდაკლებებს გთავაზობთ
JYSK-ის ბათუმის ფილიალი იუბილარია. თარიღთან დაკავშირებით, სავაჭრო ცენტრი, მომხმარებლებს, საჩუქრებსა და გრანდიოზულ ფასდაკლებებს სთავაზობს. ხვალიდან, შეგიძლიათ მიხვიდეთ გორგილაძის 88 ნომერში და ყველაზე მოთხოვნად კოლექციებზე ფასდაკლებით ისარგებლოთ.
სკანდინავიური ბრენდის საოჯახო საქონლის მაღაზია ბათუმში, 6 წლის წინ გაიხსნა. JYSK გლობალური საცალო სავაჭრო ქსელია, რომელიც მომხმარებელს, სახლისთვის საჭირო ნივთებს, ავეჯსა და აქსესუარებს სთავაზობს.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, JYSK ერთგულ მომხმარებლებს საუკეთესო შეთავაზებებს სთავაზობს. 14 ივლისიდან სრულ ასორტიმენტზე 30%-დან 60%-მდე ფასდაკლება გავრცელდება, 40-დან 60 პროცენტამდე დაიკლებს ფასი სრულ საზაფხულო ავეჯსა და აქსესუარებზე, 40 პროცენტიანი ფასდაკლება იქნება საბან-ბალიშებზე, თეთრეულზე, სასადილო მაგიდებსა და სკამებზე. დანარჩენ სრულ ასორტიმენტზე კი 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება.
გარდა ფასდაკლებებისა, შენაძენზე საჩუქრებს მიიღებთ. ასევე, 15 და 16 ივლისს, ღამის 12 საათამდე ქსელი, შოპინგის ღამეებზე გელოდებათ. დაბადების დღესთან დაკავშირებით, JYSK თავის მომხმარებლებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდება და 3 დღის განმავლობაში ნამდვილ დღესასწაულზე ეპატიჟება.
იუსკი ოპერირებს პრინციპით – „ყველაფერი სახლისთვის“. ქსელის ყველაზე ძლიერი მხარე მისი ფასისა და ხარისხის შეფარდებაა, რომლის სრული ასორტიმენტი ევროსტანდარტითაა გამყარებული. ამ ეტაპზე, JYSK-ის 52 ქვეყანაში, 2 ათას 800-ზე მეტი მაღაზია აქვს, 25 ათასზე მეტი თანამშრომლით.

1745312322