ყოფილი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციის აპარატში | ჯაბა ფუტკარაძე აპარატის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნეს

ჯაბა ფუტკარაძე

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში აპარატის უფროსის მოადგილის პოსტზე დანიშნეს. ყოფილი მინისტრის დასაქმება „ბათუმელებს“ უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. ცნობისთვის, აჭარის მთავრობის აპარატში უფროსის მოადგილის პოსტი აქამდე არ არსებობდა, შტატი 27 მაისს, სულხან თამაზაშვილის მიერ გამოცემული დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა. 

გაგახსენებთ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს თანამდებობა 30 ივნისს დაატოვებინეს, თორნიკე რიჟვაძის გადადგომიდან 3 თვის შემდგომ, -  ჯაბა ფუტკარაძის პოსტზე კი ედნარ ნატარიძე წარადგინეს. 

ცნობისთვის, სულხან თამაზაშვილის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნის შემდგომ რეგიონში მასიური საკადრო ცვლილებები დაიწყო. თანამდებობები დატოვეს ბათუმის და ქობულეთის მერებმა, არჩილ ჩიქოვანმა და ლევან ზოიძემ.  

მეტის ნახვა