ახალი ამბები • 1753688546
ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების არ გამოყენებას ან 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, პროკურატურის მოთხოვნა კი პატიმრობა იყო.
"ნიკანორ მელიასაც, იმასაც, ვინ არის ციხეში... ყველას მოგიკითხავთ ციხეში - ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები. ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები, რადგან ღმერთისგან ძალიან შორს ხართ ნაციონალები" - თქვა კურტანიძემ.
ლუკა კურტანიძე ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაესხა თავს. "ოცნების" ყოფილ დეპუტატს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებასა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობაში ედება ბრალი

1753255638

1745312322