"გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" - საკონსტიტუციომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

საკონსტიტუციო

„გიორგი გოცაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ - საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მოსარჩელე სადავოდ ხდის „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

გოცაძე აცხადებს, რომ ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, აქვს უმაღლესი განათლება და 5 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება სასწავლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს კოორდინატორის პოზიციაზე.

2018 წელს მას უარი ეთქვა ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე იმ საფუძვლით, რომ კანონმდებლობით დადგენილი სამი ალტერნატიული წინაპირობიდან ვერც ერთს აკმაყოფილებდა, მათ შორის, ვერც საჯარო სამსახურში მუშაობის 5 წლიანი სტაჟის შესახებ მოთხოვნას.

კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა ადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობას. საქმეს არსებითად მეორე კოლეგია განიხილავს განიხილავს.

მეტის ნახვა