2024 წელს ბათუმში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის  947 ფაქტი გამოვლინდა

გამონაბოლქვი

2024 წელს, ბათუმში ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის  947 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამ მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით, 5 563 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

5 563 შემთხვვევიდან თბილისში დაწერილია 2 827 საჯარიმო ქვითარი, ქუთასში - 900, ბათუმში - 947, რუსთავში კი - 889 ფაქტი.

ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში ხორციელდება.

მეტის ნახვა