"სანქცია ვერ შეგვაჩერებს - ვერ ვიხელმძღვანელებთ ბრიუსელში გაზულუქებული ბიუროკრატებით" | კალაძე

კახა კალაძე

"ოცნება" ამტკიცებს, რომ  "სანქციების არ ეშინია". ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. თქვა, რომ "ბრიუსელში კონკრეტული კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები გაგიჟებულები არიან, რომ საქართველოში მარცხი განიცადეს" . 

"ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ სანქციები ვერ იქნება შემაჩერებელი, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის ინტერესს, მომავალს, ვერანაირი სანქცია ვერ შეგვაჩერებს და არავის არ ეშინია სანქციების. ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ქვეყნის ინტერესებს. ის კონკრეტული ბიუროკრატები, კორუმპირებული, გაბოროტებული ბიუროკრატები, ყველაზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ, გაგიჟებულები არიან, რომ მათ განიცადეს მარცხი, დამარცხდნენ საქართველოში. [...]

საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს ქვეყნის ინტერესების დაცვას, ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებას, რაც ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის არის საჭირო, მნიშვნელოვანი. ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ, რა მოეწონება და რა არ მოეწონება ბრიუსელში რომელიღაც გაზულუქებულ ბიუროკრატს, ამით ვერ ვიხელმძღვანელებთ. გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან და ვიმოქმედებთ ისე, გავატარებთ ისეთ პოლიტიკას, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას", - ამბობს კალაძე. 

მეტის ნახვა