ახალი ამბები • 1739207896
ჯარიმები მოსამართლის სახლთან გამართული აქციის გამო | სასამართლომ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი 9 ადამიანი 5 000 ლარით დააჯარიმა
![სასამართლო სასამართლო](https://tv25.ge/uploads/files/2025/02/10/10368/sasamartlo_w_h.jpeg)
მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ფსიქოლოგი ქეთევან ფილაური, მასწავლებელი ლადო აფხაზავა, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, სამოქალაქო აქტივისტი ირინა ზარანდია და ლანჩხუთის საკრებულოს წევრი გივი ცინცაძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო შეკრების გამო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად 9 ადამიანი ცნო და ისინი 5000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე ციცინო მოსიძემ გამოაცხადა.
პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დილიდან მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, ზემოაღნიშნულმა პირებმა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის სოლიდარობის მშვიდობიანი აქცია 26 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან გამართეს.
![პოლიციის ხაზი, ლენტი პოლიციის ხაზი, ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/12/13/7895/politsiis-khazi-lenti_b_t.jpeg)
1728455482
![დაჭრა დაჭრა](https://tv25.ge/uploads/files/2024/09/27/9922/dachra_b_t.jpeg)
1727447820