ახალი ამბები • 1739539882
ერთპარტიულმა უმაღლესმა საბჭომ ოპოზიციური პარტიების 6 დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა
![დეპუტატები დეპუტატები](https://tv25.ge/uploads/files/2025/02/12/10374/deputatebi_w_h.jpeg)
ერთპარტიულმა აჭარის უმაღლესმა საბჭომ სამი პოლიტიკური გაერთიანების წევრ 6 დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.
უფლებამოსილება შეუწყდათ უმაღლესი საბჭოს შემდეგ წევრებს: ელგუჯა ბაგრატიონს, მიშა ბოლქვაძეს, ედიშერ ჟღენტს, ლია ჯაყელს („ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”), გენადი თებიძესა („ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“) და მირდატ ქამადაძეს („კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“).სა
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობას უცხადებენ. ამბობენ, რომ კენჭისყრის შედეგებმა ქართველი ამომრჩევლის ნება ვერ ასახა. ჩატარებული არჩევნები დასავლეთის კრიტიკის საგანიც გახდა, სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი თქვეს.
![ზვიადი ზვიადი](https://tv25.ge/uploads/files/2024/12/04/10215/zviadi_b_t.jpeg)
1739342732
![პოლიციის ხაზი, ლენტი პოლიციის ხაზი, ლენტი](https://tv25.ge/uploads/files/2023/12/13/7895/politsiis-khazi-lenti_b_t.jpeg)
1728455482