ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში - დაშავდა 4 ადამიანი

ავარია

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩაქვის გვირაბში. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

TV25.GE-ის თვითმხილველები ეუბნებიან, რომ შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა. დაშავდა 4 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მეტის ნახვა