ხანძარი ხელვაჩაურში - 4-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ხანძარი

ხანძარი ხელვაჩაურში - 4-წევრიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ქედქედში მოხდა. ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო სამსახური.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ შემთხვევის დროს შენობა ცარიელი იყო და შედეგად, არავინ დაშავებულა.

დაზარალებულ ოჯახს მუნიციპალიტეტის მერია დროებით, ქირით გაიყვანს. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.

მეტის ნახვა