20 წელი აჭარის რევოლუციიდან

ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია - მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვები ისტორიაში 20  წლის წინ  შევიდა.  ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირებები, ასლან აბაშიძის რეგიონიდან იძულებით წასვლით დასრულდა. რევოლუციური სამზადისი აჭარაში 2003 წლის ოქტომბერში დაიწყო. 

რევოლუციური სამზადისი აჭარაში 2003 წლის ოქტომბერში დაიწყო.  ვითარება უკიდურესად მას შემდეგ დაიძაბა, როცა უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია საპროტესტო აქციაზე მისული ხალხით გაივსო. აჭარის რევოლუციიდან 20  წლის შემდეგ მოვლენების შეფასებისას პოლიტიკოლოგი მიიჩნევს, რომ რევოლუციის მთავარი მიზანი მიღწეულია. გიორგი მასალკინის აზრით, ეს იყო დღე, როდესაც საზოგადოებამ უარი თქვა, ავტორიტარულ რეჟიმზე.

პარტია „ახალში“ იხსენებენ,  რომ ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები ქუჩაში დიქტატურის დასამარცხებლად და ქვეყნის განვითარების მოტივით გავიდნენ. დღევანდელი გადმოსახედიდან ნოდარ დუმბაძე მიიჩნევს, რომ მიზანი ბოლომდე მიღწეული არ არის, რადგან  რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა დღემდე უწევთ.  ოპოზიციის წევრი აჭარის რევოლუციის აქტიური  მონაწილე იყო.

პროცესებს იხსენებს ლაშა ბაჟუნაიშვილიც. ბსუ-ს პროფესორი, რომელიც მაშინ სტუდენტი იყო, ყვება, რომ ახალგაზრდებს განსხვავებული აზრის გამო დევნიდნენ. პროტესტის მონაწილე ამბობს, რომ ბრძოლისა და რეჟიმის ცვლილების მიუხედავად, მიზანს სრულყოფილად ვერ მიაღწიეს, რადგან დღესაც მთავარი მონაპოვარის დაცვა ახალგზარდებს დღემდე მძიმე პირობებში უწევთ.

ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებებს შორის დაპირისპირება 6 მაისს, აჭარაში მმართველობის შეცვლით დასრულდა. რეგიონის ლიდერი ბათუმიდან მოსკოვში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, იგორ ივანოვმა წაიყვანა.

მეტის ნახვა