აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქცია ქობულეთში

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს", საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთშიც. მერიის წინ ახალგაზრდები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეირიბნენ და ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოფინეს. მომიტინგეები სოლიდარობას  დედაქალაქში გამართულ აქციებს უცხადებენ და ამბობენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს უკან გაიწვიოს რეინიცირებული კანონპროექტი. 

მეტის ნახვა