„არ დავიღლებით“ |უწყვეტი პროტესტის მონაწილეების გზავნილი

„ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ“ - მოქალაქეების დაღლის იმედით ბიძინა ივანიშვილმა, ოქტომბერში გამარჯვება  დააანონსა. ყოფილი პრემიერის შეფასებით, მიმდინარე პროცესები,  სწორ დროს შერჩეული, სწორი  პოლიტიკაა. დასუსტდება თუარა მომიტინგეთა შემართება და გამოაცლის თუ არა, კანონპროექტის გაპროტესტება მათ,  ძალას? აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  რიტმი არ დავარდება და მანამ არ დაიღლებიან, ვიდრე საწადელს არ მიაღწევენ

 

"არ დავიშლებით, არ დავიღლებით" -  სანამ არ გაიწვევენ ამ კანონს, არსად წასვლას და გაჩუმებას არ ვაპირებთ. ამ განცხადებას, ის ახალგაზრდები აკეთებენ, რომლებიც უკვე ერთი თვეა ე.წ. რუსულ კანონს აპროტესტებენ. ამბობენ, რომ  საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ბოლომდე იბრძოლებენ.

 

ანტირუსული  აქციის მონაწილეები, ბიძინა ივანიშვილის, მესიჯბოქსს ბრძოლის ენთუზიაზმით ეხმაურებიან. ისინი ყოფილი პრემიერ-მინისტრის პათოსს, რომ მომიტინგეები პროტესტით დაიღლებიან, ასე პასუხობენ:

 

ბათუმისა და თბილისის აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ერი, რომელსაც რუსული აგრესია უკვე გამოუცდია,  წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს.  „არ დავიღლებით, ვიდრე ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხეში იქნება“ - ამბობენ მომიტინგეები.

ახალგაზრდები თანხმდებიან, რომ თავისუფლებაში გაზრდილი ერი, ამ მონაპოვარს არ დათმობს და ივანიშვილს ოქტომბერში იმაზე უფრო მეტ ენერგიას აჩვენებენ, ვიდრე აქამდე უჩვენებიათ.

მეტის ნახვა