,,ერთად ვუთხრათ არა - რუსულ კანონს!" / ნურიგელის ტბის ირგვლივ ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა იგეგმება

აქცია

11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვუერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა - რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები. გელოდებით - დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

#გელით ყველას ნურიგელის ტბასთან, 18:00 საათზე. თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება ერთობა და ერთმანეთის მხარდაჭერა. გთხოვთ, გაავრცელეთ ინფორმაცია

მეტის ნახვა