ღამით რუსეთი უკრაინას 55 რაკეტით და 21 დრონით დაესხა თავს, ჩამოვაგდეთ 59 სამიზნე

ომი

უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, ნიკოლაი ოლეშჩუკმა განაცხადა, რომ 8 მაისის ღამეს რუსეთი სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და დრონებით დაესხა თავს უკრაინას, გამოიყენა 55 რაკეტა და 21 დრონი.

განცხადებით თანახმად, ჩამოგდებულია 39 რაკეტა და 20 დრონი.

საჰაერო ძალების ცნობით, თავდასხმის დროს გამოიყენეს შემდეგი რაკეტები: ერთი აერობალისტიკური Kh-47M2 "კინჟალი", სამი "ისკანდერი", ოთხი "კალიბრი", ასევე 45 Kh-101/Kh-555 ფრთოსანი რაკეტა და ორი Х-59/Х-69.

განცხადების თანახმად, მათ ჩამოაგდეს 33 Kh-101/Kh-555 ფრთოსანი რაკეტა, ოთხი რაკეტა "კალიბრი" და ორი Kh-59/Kh-69 რაკეტა, ასევე 20 "შაჰიდი".

მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ "50-ზე მეტი რაკეტით და 20-ზე მეტი დრონით" შვიდ ოლქში ინფრასტრუქტურაზე იყო თავდასხმა. კიევის რეგიონში ორი ადამიანი დაშავდა, კიროვოგრადის რაიონში - ერთი ბავშვი.

ენერგეტიკულმა კომპანია DTEK-მა ოთხშაბათს დილით განაცხადა, რომ მისი სამი ელექტროსადგური დაზიანდა თავდასხმის შედეგად.

მეტის ნახვა