„ღია მმართველობის პარტნიორობის“ მოწოდება

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ე.წ რუსული კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პარლამენტში ინიცირებული დოკუმენტი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას. განცხადებას ხელს 8 ორგანიზაცია აწერს, მათ შორის: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი,  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, მწვანე ალტერნატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC); პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის.

ღია მმართველობის პარტნიორობა:

„OGP-იმ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა OGP-ის ღირებულებებსა და პრინციპებთან. მთავრობას 30 დღიანი ვადა აქვს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიცირებული „რუსული კანონი.“ ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას გაიწვიოს „რუსული კანონი“, რომელიც შეუთავსებელია ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და ასევე OGP-ის ფუნდამენტურ ღირებულებებთან“

მეტის ნახვა