მძევლად აყვანა და ლიკვიდაცია | SBU-მ კიევში ФСБ-ს აგენტების ქსელი გამოავლინა, რომლებიც ზელენსკისა და სხვა მაღალჩინოსნების მკვლელობებს გეგმავდნენ

ზელენსკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, კიევში გამოავლინეს ФСБ-ს აგენტების ქსელი, რომლებიც პრეზიდენტ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მკვლელობებს ამზადებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაზვერვის ქსელის ერთ-ერთი ამოცანა იყო პრეზიდენტის უსაფრთხოებაში მყოფ სამხედროებს შორის, დავალების შემსრულებლების მოძებნა, რომლებსაც შეეძლოთ ზელენსკის მძევლად აყვანა და შემდეგ მისი მოკვლა.

"ვოლოდიმირ ზელენსკის გარდა, მტერი გეგმავდა SBU-ს ხელმძღვანელის ვასილი მალიუკის, დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვისა და სხვა ოფიციალური პირების ლიკვიდაციას. ბუდანოვის ლიკვიდაცია აღდგომამდე უნდა განხორციელებულიყო“, - იუწყება SBU.

მეტის ნახვა