ახალი ამბები • 1734423903
მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური დარღვევები აქვს - ფსიქოლოგი
ფსიქოლოგი ლია ჩოხელი სიმულაციას გამორიცხავს და ამბობს, რომ მის მიერ ჩატარებული ტესტები ზუსტ სურათს იძლევა. ამის შესახებ სპეციალისტმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაიკითხა.
როგორც ჩოხელმა აღნიშნა, ის 45 წუთი იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილთან, კვლევის დროს 10 სიტყვა წაუკითხა და დასრულების შემდეგ მხოლოდ ერთი სიტყვა ახსოვდა, რაც ფსიქოლოგის თქმით, მისი ფიქსაციის უნარის დაქვეითებაზე მიუთითებს.
„მიხეილ სააკაშვილს როდესაც ვკითხე, რა ახსოვდა, მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა, ეს იყო სიყვარული. დაქვეითებულია მისი ფიქსაციის უნარი. სწორედ ემოციური ლაბილობაა, რომ ისვრის იმ კადრებში, რაც იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. სიმულაცია ხუთი მეთოდით გამორიცხულია. სადღაც მაინც იჩენდა თავს სიმულაცია. შეუძლებელია, თუნდაც პრინციპების წინასწარ ცოდნით ამ ყველაფრის სიმულაცია. ისეთი სიტყვები მითხრა, რომელიც ჩემ მიერ მიწოდებულ თემებთან კავშირში არ იყო. აგრესიას ნივთების სროლა ახასიათებს, ყოველი გაღიზიანება ასეთ რეაქციას გამოიწვევს. სურვილი არ ჰქონდა, დაინტერესება არ ჰქონია, ტესტირებაში ჩართულიყო. ფორმალური იყო ეს ყველაფერი. ფსიქიატრიის ინსტიტუტში 67 წლიდან ვმუშაობდი და ვიცი ეს ტესტები. პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზს ვიზიარებ. აპათია სჭირს და არა დეპრესია. აპათია დემენციის ერთ-ერთი ნიშანია, ორგანული ხასიათის მკაცრი დაქვეითება აქვს“, – განაცხადა ლია ჩოხელმა, რომელიც ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი მონაწილეა.
1728455482
1727447820