ახალი ამბები • 1756410394
ბათუმში პარკირების ადგილის გამო კაცი დაჭრეს
კრიმინალი
1727447820
ბათუმში, კაცი დაჭრეს. ფაქტი გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, კაცს ჭრილობა დანით, ფეხის არეში აქვს მიყენებული. თვითმხილველების თქმით, დაჭრამდე ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას. მათივე თქმით, ორი მამაკაცი ერთმანეთს მანქანის გაჩერების გამო დაუპირისპირდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571
მეტის ნახვა