რას ემსახურება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები

საჯარო სამსახურში რეორგანიზაციით გათავისუფლებულ პირებს აღარ ექნებათ აღდგენის მოთხოვნის უფლება, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე აღარ ჩაითვლებიან პროფესიულ საჯარო მოხელეებად და მათი დანიშვნა ხელშეკრულებით მოხდება, მათ არც სახელმწიფო ენის ცოდნა მოეთხოვებათ, დაწესებულების ხელმძღვანელს ეძლევა უფლება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის  მიერ მომზადებულ შეფასებაში ცვლილებები შეიტანოს 3 თვის ვადაში - ეს და კიდევ ბევრი  მსგავსი პრობლემური ცვლილება მმართველმა გუნდმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შეიტანა. იმის მიუხედავად, რომ „ქართულ ოცნებაში“ ცვლილებების მიზნად  „საჯარო სექტორის გაჯანსაღებას“  ასახელებენ, მესამე სექტორში მას არასასურველი კადრებისაგან საჯარო სამსახურის წმენდად აფასებენ და ღიად აცხადებენ, რომ ეს დასაქმებულების პოლიტიზირების და დაშინების რეპრესიული მეთოდებია. 

მეტის ნახვა