ახალი ამბები • 1733997205
"სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს" | საკონსტიტუციოს თავმჯდომარე არჩევნებთან დაკავშირებულ სარჩელებზე
საკონსტიტუციო სასამართლო შეთანხმდება არჩევნებთან დაკავშირებული სარჩელების დასაშვებობის საკითხზე. ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განაცხადა, მერაბ ტურავას თქმით, ორივე სარჩელი – პრეზიდენტის და პარლამენტის წევრების, ერთად განიხილება. მისივე განმარტებით, სარჩელების დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება არ არსებობს. ტურავამ პარლამენტის პირველი სხდომის თარიღთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.
„რაც შეეხება გაერთიანებას, ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა. გაერთიანებული არ არის, იმდენად, რამდენადაც მეორე სარჩელი რეგისტრაციის შემოწმების ეტაპზეა. ორივე სარჩელი დარეგისტრირების შემდეგ, ორივე სარჩელი ერთობლივად გაივლის წარმოებაში მიღების ეტაპს“-განაცხადა ტურავამ
1733990122
1728455482
1727447820