"ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა

yavelaSvili

"ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ, პოლიტსაბჭოსა და თვითგამოცხადებული უმრავლესობის სხდომების შემდეგ, სპეციალურ ბრიფინგზე, თავად ივანიშვილმა გამოცხადდა. 

საქართველოს ისტორიაში პირველად, პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად 300 ხმოსანი, 5 წლის ვადით აირჩევს. 

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში 2016 წლიდანაა და მმართველ გუნდს წარმოადგენს.  

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ  ბიოგრაფიაში,ველი მისი განათლების შესახებ  ცარიელია. 

სამუშაო გამოცდილებაში კი მითითებულია მისი სპორტული საქმიანობაცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი  - 29 დეკემბერს.

მეტის ნახვა