ახალი ამბები • 1756410394
ყაველაშვილი პრეზიდენტად | შეფასებები
პოლიტიკა
1732724800
კონსტიტუციის დარღვევისა და ერთპარტიული პარლამენტის შეკრების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით გააბრაზა. პრეზიდენტის კანდიდატურად პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ხალხს მიხეილ ყაველაშვილი წარუდგინა. „ხალხის ძალის“ ლიდერისა და ყოფილი ფეხბურთელის სახელს, რომელიც პარლამენტში 2016 წლიდან საქმიანობს, აგენტების კანონის ინიცირება უკავშირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში განათლების შესახებ ველი ცარიელია. თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, "სამშობლოს სიყვარულს და ერთგულებას დიპლომი არ სჭირდება".

ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს
1756113571

გორში პურის ქარხნის დირექტორი დააკავეს...
1757707562
მეტის ნახვა