რა პირობებში მუშაობენ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მედიის წარმომადგენლები?

ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მედიებს უკვე დიდი ხანია  ომი გამოუცხადა. წლების განმავლობაში ეს საჯარო ინფორმაციების გაუცემლობით, ინტერვიუებზე უარის თქმით, პარლამენტში აკრედიტაციის შეზღუდვით თუ სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატებოდა.  ხელშეშლის ყველაზე ნათელი სურათი მაინც აქციების გაშუქების დროს ჩანს.  ე. წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული პროტესტზე არაერთ ჟურნალისტსა და ოპერატორს სამართალდამცავების მხრიდან  ხელი შეეშალა პროფესიულ საქმიანობაში, რამდენიმე მათგანი კი დაშავდა. რა პირობებში მუშაობენ აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციებზე მედიის წარმომადგენლები? ნაირა ქობულაძე გიამბობთ

ალექსანდრე თეშელაშვილი „პუბლიკას“ რეპორტიორია.  ამბობს, რომ აქციების გაშუქება ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გართულებულია. ამის მიზეზად ჟურნალისტი სამართალდამცველების მხრიდან გამოხატულ აგრესიას ასახელებს. მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში დამატებით ტექნიკაზე უწევთ ზრუნვა, რის გამოც მასალების სირღმისეულად გაშუქებაში ხელი ეშლებათ. ალექსანდრე თვლის, რომ მსგავსი ტიპის ძალადობა მაღალი თანამდებობის პირების მიერაა წახალისებული.

აქციებს ერთი კვირის განმავლობაში აშუქებდა „ბათუმელების“ ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე. ამბობს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებენ და ძალადობენ, ამ დროს კი არც მედიის წარმომადგენლებს ითვალისწინებენ. ჯაბა ანანიძე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ყველაზე დაძაბულ სიტუაციაში მობილური ტელეფონის სიგნალის ჩახშობას ასახელებს,  რაც  ლაივში მუშაობის საშუალებას უზღუდავდა.

სამართალდამცველების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლასა და ხელისშეშლაზე საუბრობს „მთავარი არხის“ რეპორტიორი. ირაკლი ბახტაძე იმ სისასტიკეზე აქცენტრდება, რასაც პოლიციელები ჟურნალისტების მიმართ იჩენენ. სირთულეებზე ყვებიან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებიც

დაზარალებული ჟურნალისტების ინტერესებს მედიამბუდსმენი იცავს. ორგანიზაციამ 2024 წელს პროტესტის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის 14 შემთხვევის შესახებ შეატყობინა სპეციალურ საგამოეძიებო სამსახურს და სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა. ამ ეტაპზე ამ საქმეებზე გამოძიება მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული სამსახურეობრივი უფლებამოსილებების გადამატების მუხლით მიმდინარეობს. 

მეტის ნახვა