საფრთხე, რომელსაც აგენტების კანონი ქვეყნის ევროპულ მომავალს უქმნის

9 მაისი ევროპის დღეა. საქართველო თარიღს წლებია აღნიშნავს,  თუმცა პირველად - როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი  ქვეყანა. ორგანიზაციასთან ისე  ახლოს, როგორც დღეს ვართ,  არასდროს ვყოფილვართ. დასავლეთი და საერთაშორისო თანამეგობრობა თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვიმეორებს, რომ ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა გაწევრებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ  ყველა საჭირო რეფორმა უნდა განახორციელოს და გაიწვიოს რეინიცირებული კანონი. რამდენად დიდ საფრთხეს უქმნის დოკუმენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას?

ე. წ. რუსული კანონის მიღების შეთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება არამარტო ევროპული პერსპექტივა, არამედ ის მიღწევები, რაც ევროკავშირთან თანამშრომლობის შედეგად გვაქვს.  რამინ მაჭარაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტი ამ სახით, ქვეყნის მომავლისთვის დამაზიანებელია.

საფრთხეებზე საუბრობენ კიდევ ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში. „საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსის აზრით, რუსული კანონის ანალოგი ქართულ საზოგადოებასაც იმ შედეგებს მოუტანს, რაც ოკუპანტი ქვეყნის  მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

თითქმის იდენტური პოზიცია აქვთ მხარდაჭერის და შესაძლებლობების  განვითარების ცენტრში. ციალა ქათამიძე ამბობს, რომ  „რუსულ ოცნებას“ ქვეყნის  გაცხადებული პროევროპული კურსის შებრუნება სურს ოკუპანტისკენ. მისივე თქმით, მეორედ ინიცირებული კანონი, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განცხადება და ბოლო დღეებში მომხდარი ანგარიშსწორებები, არის რეალური საფრთხ , რომ ვერ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი.

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლში ფიქრობენ, რომ რეინიცირებული კანონი და ივანიშვილის ინტერესები ევროპას ღიად გვაპირისპირებს. ასლან ჭანიძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებები, მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატია აღარ არსებობს. 

ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა ევროკავშირის ელჩმა.  პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის ღირებულებების ძლიერი ერთგულება უნდა გამოავლინოს და საჭირო რეფორმები განახორციელოს.

მეტის ნახვა