ახალი ამბები • 1715965926
თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა
პოლიტიკა
1715150357
11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა. კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.
სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლარი სულ უფრო და უფრო უფასურდება - როგორ...
1715881308
მეტის ნახვა