თუ გააგრძელებთ მომიტინგეებზე თავდასხმას, ვუპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე შეტევით

Anonymous

ჰაკერებისა და აქტივისტების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს და აფრთხილებს, რომ თუ მთავრობა გააგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩებში გამოსულ მომიტინგეებზე სასტიკ თავდასხმებს, დაჯგუფება უფრო ფართომასშტაბიან კიბერშეტევებს განახორციელებს სამთავრობო გვერდებზე.

"ჩვენ ვართ ქართველი ხალხის გვერდით მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის და გვსურს რუსული გავლენისგან თავისუფალი საქართველო, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!

საქართველოს პრემიერმინისტრ, ირაკლი კობახიძეს: თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს იმავე სტანდარტს პოლიციის გამოყენების მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ ვუპასუხებთ კიდევ უფრო ფართო კიბერშეტევებით სამთავრობო ვებსაიტებზე!" - წერს Anonymous.Anonymous წერს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მათ კიბერშეტვა განახორციელეს მთავრობასთან დაკავშირებულ 30-ზე მეტ საიტზე, ასევე პროპაგანდისტულ მედიაზე, რაც თბილისსა და ბათუმში მშვიდობიან მომიტინგეებზე პოლიციის ძალადობაზე პასუხი იყო. 

მეტის ნახვა